05:54 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 16:49:42, 796 ნახვა

პოლიტიკა
DRI - ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის თმენის ვალდებულება აქვს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თბილისში, საქართველოს მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული მილიტარისტული პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება. 

როგორც DRI -ის  განცხადებაში ვკითხულობთ, აქცია  საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარეობდა მოთხოვნებით: „დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან”, „აიკრძალოს რუსული მედია” და „დაიხუროს ცა რუსეთისთვის!“ ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა რუსული წარმოების პროდუქტები საქართველოს მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანეს საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის გაპროტესტების მიზნით.  

მათივე ცნობით, პროტესტის მონაწილეები კანონიერი საფუძვლის გარეშე დააკავეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა დაკავება წინ უსწრებდა პოლიციელებისთვის ფქვილის შეყრის ფაქტს. შესაბამისად, არგუმენტი, რომ აქციის ორგანიზატორების ქმედება გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, საფუძველს მოკლებულია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ არაძალადობრივი აქციის მონაწილეების პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობით და ძალადობრივი ფორმებით დაკავება კანონშეუსაბამოა. საგანგაშოა ისიც, რომ რუსეთისა და ბელორუსის შემდეგ საქართველო მესამე ქვეყანაა, სადაც უკრაინის მხარდასაჭერი და რუსული აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული  აქციის მონაწილეები დააკავეს. 

მიგვაჩნია, რომ პოლიცია მკვეთრად რეპრესიულ საპოლიციო ძალას იყენებს ინდივიდუალური 
საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ; მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, უარი თქვას ძალადობისა და აგრესიის გზაზე.“ - ნათქვამია DRI -ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics