14:56 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 08:40:26, 666 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის საგარეო მინისტრი - ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს

ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ის პასუხისმგებელია ევროპელების სიცოცხლეზე.

ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა გერმანული ტელეარხის ARD-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დახურვა ნიშნავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შესვლას, რაც საფრთხეს შეუქმნის მილიონობით ევროპელის სიცოცხლეს.

„ეს ნიშნავს, რომ ნატოს თვითმფრინავები რუსულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ, ეს ნიშნავს ნატოს უშუალო ჩართვას კონფლიქტში... ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ საკუთარი მოსახლეობა“, - თქვა მან.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ონლაინ შეხვედრა გამართა 200 ამერიკელ კონგრესმენთან და სთხოვა დაეხმარონ უკრაინის ცაზე „ფრენის აკრძალული ზონის“ შემოღებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics