05:55 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-05 11:33:32, 749 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკენი - რუსეთის ომი უკრაინასთან არ წარიმართა პუტინის გეგმის მიხედვით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში რუსეთთან დაპირისპირებაში. მისი თქმით, პუტინი ალბათ არ ელოდა უკრაინელების ასეთ „არაჩვეულებრივ გამძლეობას“.

ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„თუ მოსკოვი აპირებს როგორმე ხელისუფლების დამხობას და მისი მარიონეტული რეჟიმის დაყენებას, 45 მილიონი უკრაინელი ასე თუ ისე უარს იტყვის მარიონეტებზე“, - თქვა ბლინკენმა.
ბლინკენი ამბობს, რომ ომი უკვე არ წარიმართა პუტინის გეგმების მიხედვით. უკრაინის ჯარების ძლიერმა წინააღმდეგობამ რუსებს 9 დღის განმავლობაში შეუშალა ხელი ქვეყნის შიგნით გადაადგილებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას საომარი მოქმედებების სრულ შეწყვეტამდე.

კითხვაზე, იყო თუ არა დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებდა, მან უპასუხა: "დროთა განმავლობაში, აუცილებლად": "მე ვერ გეტყვით რამდენ ხანს გაგრძელდება. ვერ გეტყვით, მაგრამ პუტინის გეგმები ჩაიშალა."- ხაზგასმით ამბობს სახელმწიფო მდივანი.

დაიწყო უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მეათე დღე რუსეთის სამხედრო შემოჭრაზე.

დამპყრობელთა ნაწილები და ქვედანაყოფები დემორალიზებულია, საოკუპაციო ჯარის ჯარისკაცები და ოფიცრები აგრძელებენ ჩაბარებას, გაქცევას, უკრაინის მიწაზე იარაღსა და აღჭურვილობას ტოვებენ.

აქტიური საომარი მოქმედებები ზიანს აყენებს მტერს არა მხოლოდ უკრაინელი დამცველების შეიარაღებული ქვედანაყოფების, არამედ რიგითი უიარაღო ადამიანების მიერ, რომლებიც აჩვენებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას ოკუპანტს, აყენებენ მას ფსიქოლოგიურ მარცხს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics