02:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 16:33:14, 596 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელმა კრემლს მოუწოდა, რომ მოქალაქეების „უაზრო“ წამება და სიკვდილი უნდა შეჩერდეს

„მოვუწოდებ კრემლს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. მოქალაქეების უაზრო წამება და სიკვდილი უნდა შეჩერდეს“, - ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რუსულ მთავრობას, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სანქციების მეორე ტალღა, რომელიც მზადების დაუყოვნებლივ პროცესშია მასიური და მკაცრი იქნება.

შარლ მიშელის ცნობით, შეზღუდვების პაკეტის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება წუხელ იქნა მიღებული.

„პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე, კიევზე რუსული ძალების თავდასხმა გრძელდება. მოვუწოდებ კრემლს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობა. საჭიროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაუყოვნებლივ მობილიზდეს, რათა საერთაშორისო სამართალი დავიცვათ“, - აღნიშნულია შარლზ მიშელის განცხადებაში.

„მოქალაქეების უაზრო წამება და სიკვდილი უნდა შეჩერდეს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას და მის მხარდაჭერას გააგრძელებს. წუხელ სანქციების მეორე ტალღის შესახებ შევთანხმდით, რომელიც მასიური და მკაცრი შედეგების მქონე იქნება. შემდეგი პაკეტი სასწრადოდ მზადდება“, - წერს შარლზ მიშელი „ტვიტერზე“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics