01:48 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 13:42:36, 532 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი - სააკაშვილი რუსთავის ციხეში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა, მას უფლება აქვს იშიმშილოს

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გამოჯანმრთელებული დაბრუნდა, აქვს უფლება ისევე,  როგორც ნებისმიერ ა დამიანს იშიმშილოს. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტის, უვადო შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან ბრეგაძე, ექს-პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

"მიხეილ სააკაშვილი,  რომელიც ამჟამად არის მსჯავრდებული, რა თქმა უნდა,  აქვს უფლება ისევე,  როგორც ნებისმიერ ადამიანს იშიმშილოს და ამ შემთხვევაში, როგორც იუსტიციის მინისტრი მოვუწოდებ მას შეწყვიტოს შიმშილობა. ეს არის თქვენი შეფასება,  რომ ის ვერ იღებს ადეკვატურ მკურნალოაბს თუ დინტერესდებით დეტალებით,  რა თქმა უნდა,  შეგიძლიათ მოითხოვოთ ამის შესახებ ინფორმაცია. აღიშნული პიროვნება მკურნალობდა გორის ჰოსპიტალში და იგი,  როდესაც იყო გამოწერილი,  გამოჯანმრთელებული დაბრუნდა რუსთავის მე-12 პენტიტენციურ დაწესებულებაში." - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, ექს-პრეზიდენტმა გუშინ სასამართლო პროცესეზე განაცხადა,  რომ უვადო შიმშილობას იწყებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics