|
2022-02-22 10:36:44, 491 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები ქალაქ ლვოვიდან ღამეებს პოლონეთში გაათენებენ, დილით კი უკრაინაში დაბრუნდებიან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უკრაინის ქალაქ ლვოვიდან სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები ღამებს პოლონეთში გაათენებს, დილაობით კი კვლავ უკრაინაში დაბრუნდება. „ჩვენი პერსონალი რეგულარულად დაბრუნდება უკრაინაში, დიპლომატიური მუშაობის გასაგრძელებლად და საგანგებო საკონსულო მომსახურებისთვის. ისინი გააგრძელებენ უკრაინელი ხალხის და უკრაინის მთავრობის მხარდაჭერას და დიპლომატიური ძალისხმევის კოორდინირებას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის აგრესიის ფონზე შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. „ის ფაქტი, რომ ჩვენ მივმართავთ გონივრულ ზომებს აშშ-ის სამთავრობო პერსონალისა და აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, რასაც რეგულარულად მთელ მსოფლიოში ვაკეთებთ, არავითარ შემთხვევაში არ უთხრის ძირს ჩვენს მხარდაჭერასა და ერთგულებას უკრაინისადმი“, - აღნიშნავს უწყება. სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომ უკრაინის ტერიტორია დატოვონ.
„არსებობს დიდი ალბათობა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია მნიშვნელოვნად შეზღუდავს კომერციულ საჰაერო მგზავრობას. რუსეთის ძალები განაგრძობს საზღვართან მოახლოებას, რაც ჰგავს ნებისმიერ მომენტში შეჭრის გეგმას. ვრცელდება ცნობები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შემთხვევების მზარდ რაოდენობაზე ხარკოვში, ლუგანსკსა და დონეცკში ბოლო დღეებში. ამასთან, რუსეთმა გასცა უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ძალების განთავსების განკარგულება“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)