19:02 - 03 Jul, 2026
|
2022-02-21 10:02:07, 2054 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდა, იმ პირობით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე თანახმაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც გავრეცლებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. „სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შორის შეხვედრა კვირის ბოლოს ევროპაშია დაგეგმილი, იმ პირობით, თუ რუსეთი არ განაგრძობს სამხედრო მოქმედებებს. პრეზიდენტი ბაიდენი, პრინციპში დათანხმდა ამ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, თუ შეჭრა არ მოხდება", - აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)