22:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 14:26:42, 842 ნახვა

საზოგადოება
მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს [ვიდეო]

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მოქალაქის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი შატილის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრა.

ამ დროისთვის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ქალბატონს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics