|
2022-02-17 22:18:01, 4879 ნახვა
სპეციალური ანონსი
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამა
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება თავადვე ავრცელებს. „გვინდა მეტი სიცხადე შევიტანოთ სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასაქმება სახელმწიფოს პრიორიტეტია. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაში ჩართვა შშმ პირებისთვის არათუ შეზღუდული, არამედ წახალისებულიცაა. აღნიშნული პირები, პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში ყველა ბენეფიტის მიღებას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ თუ შემწეობის მიმღები პირი უარს ამბობს დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება. თუმცა შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირები აღნიშნული დათქმისგან თავისუფლდებიან აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მოქმედებს არაერთი პროგრამა, სადაც უპირატესი უფლებით სწორედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სარგებლობენ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეწოდებათ შემდეგი სერვისები: • მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურება; • დასაქმებულ შშმ პირთა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; • შშმ პირებისთვის დაცული და ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნა; • შშმ პირების კვალიფიკაციის ამაღლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)