|
2022-02-17 19:51:08, 536 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - კობახიძის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მან „პიჯაკების“ საქმის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს დავალება მისცა
„კობახიძის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მან „პიჯაკების“ საქმის გადაწყვეტილებაზე სასამართლოს დავალება მისცა“, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ პარლამენტში „დამნაშავეებიც“ არიან. მისივე თქმით, ეს პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის სახეა. „ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ, რომ "პიჯაკების საქმე" პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რაც არაერთხელ უთქვამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მოხვედრილა არაერთ ანგარიშში მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშში. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ეს გამონათქვამი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა. როდესაც მას, ანუ ბატონ კობახიძეს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ჯერ რომ განაჩენი თვითონ დააყენოს, ამის უფლებაც არ აქვს, ამბობს იმას, რომ თურმე პარლამენტში არიან "დამნაშავეები" და მაგალითად მოჰყავს თეიმურაზ ჯანაშია. რაც იმას გულისხმობს, რომ რეალურად, ის ჩანაფიქრი, რაც „ქართულ ოცნებას" აქვს, ზუსტად ასახა ის ჩანაფიქრი თავის განცხადებაში. და მესამე, ის რაც განაცხადა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ირაკლი კობახიძემ, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მან დავალება მისცა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესახებ რაც შეიძლება ძლაიან მალე დადგეს და საზოგადოებამ იხილოს კიდევ ერთი ოპოლიტიკურად რეპრესირებული და მოტივირებული მართლმსაჯულების შედეგი რაც გულისხმობს „პიჯაკების საქმეში“, მათ შორის თემოსთან მიმართებით. ეს არის, რეალურად გაგრძელება და სახე პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)