22:24 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 15:13:50, 647 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ვარკეთილის დასახლებაში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვის, სამუშაოები 300 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს, სადაც ახალი სანიაღვრე სისტემა ეწყობა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე  ასფალტის საფარი დაიგება.

გარდა ამისა, ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სატრანსპორტო კუნძულები მოეწყობა, გაფართოვდება  საფეხმავლო ბილიკები, ხოლო მოედნის ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც დასახლებაში საკმაოდ დატვირთული და მოძრავია, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics