01:05 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 13:27:24, 561 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ე.წ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებულია „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული პირი, გვარი „კ“-ზე იწყება

არის კონკრეტული პირი, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ პირდაპირ დაკავშირებულია, მისი გვარი „კ“-ზე იწყება, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის შეკითხვას,  თუ ვის მოიაზრებს მმართველი გუნდი ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ეჭვმიტანილ პირში.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ამ თემაზე კონტრშეტევის მცდელობაა, რომელიც ვერ იქნება წარმატებული.

„გვარი „კ“-ზე იწყება. მე არ მითქვამს ვინ არის, „კ“-ზე ჩემი გვარიც იწყება, თუმცა მე არ ვარ დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“, ეს პირი კი, დაკავშირებულია მათთან. ჩვენ კონკრეტული არგუმენტებით მივიღეთ გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკა, არის არაობიექტური და არასამართლიანი

ეს არის კონტრშეტევის მცდელობა, თავის დაცვის მიზნით, ეს ტაქტიკა აირჩიეს მათ, თუმცა ეს ვერ იქნება წარმატებული ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი გახდება ცხადი მას შემდეგ, რაც წარიმართება გამოძიება. არის კონკრეტული პირი, „ნაცმოძრაობასთან“, მის ტელევიზიებთან პირდაპირ დაკავშირებული, რომელიც აშკარად არის ეჭვმიტანილი ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics