|
2022-02-16 18:13:37, 859 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოდ თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. „საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო ინდუსტრიის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში 2022 წლის ორმხრივ თანამშრომლობის გეგმას. ნატოს შტაბ-ბინაში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა ასევე გაფორმდა ლიეტუვას თავდაცვის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის ფარგლებში, რომელმაც მომავალი პარტნიორობის მიმართულებები უნდა განსაზღვროს. ასევე, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც კაუნასის კიბერუსაფრთხოების ცენტრთან თანამშრომლობას გულისხმობს, რომლის სახითაც ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისთვის დამატებითი მექანიზმი შეიქმნა. მემორანდუმის მონაწილე ქვეყნები საქართველოსთან ერთად არიან უკრაინა, ლიეტუვა და აშშ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)