00:28 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 18:26:31, 816 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს, „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას და „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

დეპუტატ შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 კი, წინააღმდეგ წავიდა. ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 77-მა დაუჭირა მხარი, 9 კი, წინააღმდეგ წავიდა. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, 38 წავიდა. 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი, მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. ბადრი ჯაფარიძისთვის კი, მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics