00:28 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 15:58:41, 660 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ამბობთ ანტივაქსერიაო?

თქვენ ამბობთ ადამიანზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ანტივაქსერიაო? რისთვის, იმისთვის,რომ „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მისივე თქმით, ის რომ ქვეყანას ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.

„პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ბრალდება მოვისმინე,  რომ ანტივაქსერიაო და ამას უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო ზუსტად საქართველოში ვაქცინების შემოტანა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ერთი ბრენდის ვაქცინაზე, არამედ სხვადასხვა ვაქცინაზე და თქვენ ამბობთ ადამიანზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ანტივაქსერიაო? რისთვის, იმისთვის,რომ „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო? ძალიან კარგად იცით, რაც თქვა და რაც იგულისხმა. ძალიან კარგად იცით, რაც აქვს გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდ პანდემიის პერიოდში და დღეს, რომ ქვეყანას აქვს ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა ეს სწორედ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა“. -  განაცხადა არჩილ თალაკვაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics