14:50 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 10:41:38, 827 ნახვა

მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მიზეზი რუსეთის უჩვეულო სამხედრო აქტიურობს ზრდაა და მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში ან აპირებენ გამგზავრებას,, უნდა იცოდნენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადია.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის 12 თებერვალს, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის საელჩოდან აშშ-ის თანამშრომლების გაყვანის განკარგულება გასცა. არსებული არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით, აშშ-ის მოქალაქეებს მტკიცედ ურჩევენ, არ გაემგზავრონ ბელარუსში.

ბელარუსში გამგზავრებისგან თავის შეკავების რეკომენდაციის მიზეზებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს ქვეყანაში კანონის თვითნებურად აღსრულებისა და დაკავების საფრთხეს, ასევე კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics