|
2022-02-11 13:45:57, 627 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - საარჩევნო ბარიერზე კონსულტაცია გვექნება, ავწევთ, დავწევთ თუ იმავეს დავტოვებთ ამას საზოგადოება 2024 წლამდე გაიგებს
საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერი აიწევს დაიწევს თუ იგივე დარჩება ამას საზოგადოება 2024 წლამდე პერიოდში გაიგებს. "მშვენივრად უთქვამს, საკმაოდ დამაჯერებლად უთქვამს. ჩვენ ვართ უმრავლესობაში, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოვედით ამ შეთანხმებიდან, მაინც გვგონია, რომ მათ შორის სასამართლო რეფორმაში, ასევე საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მათ შორის ვენეციის კომისიის ის ათი დასკვნა, რომელიც იყო გავითვალისწინეთ. რაც შეეხება პროცენტის დაწევას, ამასთან დაკავშირებით, გუნდში გვექნება კონსულტაცია. შესაბამისად, 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და ავწევთ, დავწევთ თუ იმავეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 5 %-იანი ბარიერი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამასთან კობახიძემ დაადასტურა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში თუ დაინახავენ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას მისცემს, ამ შემთხვევაში, საკითხზე მსჯელობა იქნება.
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)