11:48 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 11:15:04, 852 ნახვა

მსოფლიო
Reuters - მაკრონს პუტინთან შეხვედრისას დისტანცია COVID-19-ის ტესტზე უარის გამო მოუწია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე COVID-19-ის რუსულ ტესტის გაკეთებაზე უარი თქვა  და ამის გამო, კრემლში მოითხოვეს, რომ პრეზიდენტებს შორის დისტანცია სტანდარტულზე ბევრად მეტი ყოფილიყო. - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს საფრანგეთის პრეზიდენტის გარემოცვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

კრემლში შეხვედრის ამსახველ ფოტოზე ჩანს, რომ საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთისგან  4-მეტრიანი დისტანციით მაგიდის სხვადასხვა თავში სხედან. 

"ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს ნიშნავდა ხელის ჩამორთმევაზე უარსა და გრძელ მაგიდასთან მოლაპარაკების წარმართვას. თუმცა ჩვენ ვერ დავუშვებდით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის დნმ მათ ხელში აღმოჩენილიყო". - ამბობს Reuters-ის ერთ-ერთი წყარო. 

მეორე წყარომ დაადასტურა, რომ მაკრონმა უარი თქვა რუსული PCR ტესტის ჩატარებაზე. წყაროს თქმით, მაკრონმა ფრანგული PCR ტესტი გამგზავრებამდე ჩაიტარა და რუსეთში ექიმმა დამატებით გაუკეთა ანტიგენის ტესტი.

უკრაინის კრიზისის განსახილველად, პრეზიდენტი მაკრონი პრეზიდენტ პუტინს 7 თებერვალს შეხვდა. 

მაკრონისა და პუტინის სოციალურად დისტანციური შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, რუსეთის ლიდერმა  ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი მიიღო. პრეზიდენტებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და მოლაპარაკებისას ახლოს ისხდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics