23:25 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-10 21:15:19, 1088 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - პროცესი გაიშლება ბევრ ჯგუფებზე, იქნება მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც ყველა ჯგუფი მოაწერს ხელს

„პროცესი გაიშლება ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, რეგიონებში, სოფლებში, უნივერსიტეტებში. იქნება მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი მოაწერს ხელს“, - ამის შესახებ ობელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის პროცესის პირველ საჯარო განხილვაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან „დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალიც“ მათიცაა. 

„მე გთავაზობთ ახალ სივრცეს. აქ არ არის არანაირი მონოპოლია. პირველი ეტაპი თემების აღმოჩენაა. პროცესი გაიშლება ბევრ ჯგუფებზე სხვადასხვა ფორმატებში, რეგიონებში, სოფლებში, უნივერსიტეტებში. იქნება მთავარი პრინციპები და კრიტერიუმები, რომლებსაც პროცესში ჩართული ყველა ჯგუფი მოაწერს ხელს. ეს არ უნდა გადავიდეს პოლიტიკურ მსჯელობაში, აკრძალულია ლანძღვა-გინება. არავინ უნდა დავრჩეთ უსამართლობის განცდაში, რადგან ესეც პოლარიზაციის ერთ-ერთი ძალიან დიდი მიზეზია. ამ პროცესში დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დღევანდელი ტკივილი და ხვალინდელი მომავალი მათიცაა. ეს უნდა იყოს ცოცხალი, ინკლუზიური და თავისუფალი პროცესი. აქ არ უნდა იყოს რამე ტაბუდადებული თემა“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის მტავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics