22:40 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 12:01:59, 634 ნახვა

პოლიტიკა
ელჩი - მიშელის შეთანხმება დემოკრატიის გზამკვლევია, ევროპელ მეგობრებს აინტერესებთ, საით მიემართება საქართველო

შარლ მიშელის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს დემოკრატიის  გზამკვლევს, საქართველოს ბევრ მეგობარს ევროპაში აინტერესებს, საით მიემართება საქართველო. -  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისვე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად  ერთ-ერთი საიმედო გზა სწორედ 19 აპრილის შეთანხმებაა.

„განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება. იმის მიუხედავად, რომ გარკვეული დრო გავიდა 2021 წლის 19 აპრილის შემდეგ, ეს განხილვა მნიშვნელოვნად და შესაფერისად მიმაჩნია არა მხოლოდ იმის შესაფასებლად, რა საკითხები მოგვარდა, არამედ იმ საკითხების განსახილველადაც, რაც მომავალში უნდა განხორციელდეს. 

საქართველოს ბევრ მეგობარს ევროპაში აინტერესებს, საით მიემართება საქართველო.  19 აპრილის შეთანხმება ჯერ კიდევ წარმოადგენს გზამკვლევს დემოკრატიის გასაღრმავებლად და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესის მისაღწევად. არ ვიტყვი, რომ ეს არის ამის ერთადერთი გზა, თუმცა ეს არის ერთ-ერთი საიმედო ასეთი გზა და თუ არჩევანი მასზე არ გაკეთდება, მაშინ ისმის კითხვა, „რომელი გზაა?“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics