10:28 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-09 09:20:10, 667 ნახვა

მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება. აღნიშნულის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა ჩანს, რომ არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება.

„არ არსებობს მტკიცებულება, თუმცა რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან, თუკი არ დავთანხმდებით მათ მოთხოვნებს, დადგება, როგორც თვითონ უწოდებენ, სამხედრო-ტექნიკური შედეგი. ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics