10:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-08 11:00:32, 719 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ვლადიმირ ზელენსკის - მოგწონს, არ მოგწონს, მოითმინე ჩემო ლამაზო

მოგწონს, არ მოგწონს - მოითმინე ჩემო ლამაზო, - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შეკითხვას, არის თუ არა ძალაში ე.წ მინსკის შეთანხმება.

აღნიშნული განცხადებით ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის მიმართა და აღნიშნა, რომ კიევში ხან ამბობენ, რომ დაიცავენ, ხან კი იძახიან, რომ ე.წ მინსკის შეთანხმება ქვეყანას დაანგრევს. 

„რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, ცოცხალია თუ არა და აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა. მიმაჩნია, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიევში ხან ამბობენ, რომ დაიცავენ, ხან ამბობენ, რომ ეს ქვეყანას დაანგრევს. მოქმედმა პრეზიდენტმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. „მოგწონს, არ მოგწონს - მოითმინე, ჩემო ლამაზო". უნდა შესრულდეს. სხვანაირად არ გამოვა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics