01:30 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-06 14:13:25, 796 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია, ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ

ჯერ-ჯერობით ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში სერიოზულია, ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას განაცხადა. 

"ჯერ-ჯერობით ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში სერიოზულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და შემცირდება თუ არა და გაუმჯობესდება სიტუაცია, ამაზე მომავალ კვირას ვისაუბრებთ. 96% დადებითი შემთხვევებისა მოდის ომიკრონზე, მიუხედავად ამისა, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორებიდან მოდის მხოლოდ ორზე - ეს არის ამბულატორიული სექტორი - ოჯახის კლინიკები, ოჯახის ექიმები და ლაბორატორიული სექტორი,"- ამბობს გამყრელიძე. 

მისივე თქმით, გაზრდილია კორონავირუსის "ომიკრონ" შტამის ცირკულაციაც. როგორც მან აღნიშნა, იანვარში 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო დადასტურებული.

"ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, ის 14 პროცენტი იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში დაითვალეს ჩვენებმა და 50 000-ზე მეტი, დაახლოებით 57 ათასამდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics