21:59 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 23:37:53, 965 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს შს მინისტრი სომხეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საპოლიციო დანაყოფებს ესტუმრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა და მისმა მოადგილეებმა დაათვალიერეს სომხეთის პოლიციის ჯარები, სამხედრო ნაწილების შეიარაღება, სპეციალური საშუალებები, ჯავშანტექნიკა და საპოლიციო მანქანები.

სომეხმა სამართალდამცველებმა ქართველი სტუმრებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სიმულაციური ვარჯიში გამართეს. სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა წარმოადგინეს საბრძოლო ტაქტიკის პრაქტიკული ელემენტები და განახორციელეს ტერორისტული ჯგუფის განეიტრალების ოპერაციის იმიტაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ასევე იმყოფებოდა კომპლექს „წიწერნაკაბერდში", სადაც 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან - ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსთან - ვაჰე ღაზარიანთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics