|
2022-02-03 10:04:08, 924 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი – აშშ–ის ძალების ევროპაში გადაყვანა მტკიცებულებაა, რომ რუსეთს შეშფოთების აშკარა მიზეზი აქვს
აშშ–ის მიერ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგება ნიშნავს, რომ აშშ აგრძელებს დაძაბულობის ესკალაციას ევროპაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ამასთანავე, პესკოვმა აღნიშნა, რომ დამატებითი ჯარების გაგზავნა ადასტურებს რუსეთის მხრიდან შეშფოთების მართებულობას. „აშშ რეალურად აგრძელებს დაძაბულობის გამყარებას ევროპაში“, – განუცხადა დიმირი პესკოვმა CNN-ის ჟურნალისტს. მისივე თქმით, აშშ–ის ძალების ევროპაში გადაყვანა „საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთს შეშფოთების აშკარა მიზეზი აქვს“. ცნობისთვის, თეთრი სახლის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში დამატებით ჯარებს გაგზავნის ად აღნიშნული გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საშიშროებას უკავშირდება.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)