|
2022-02-03 09:49:54, 831 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნიკოლ ფაშინიანს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, სომხეთი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საქართველოსთვის. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობა ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით. "რამდენიმე დღის წინ აქ იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ, სამწუხაროდ, Covid-19-ის გამო ვერ შევძელი მასთან შეხვედრა. თბილისში, ეკონომიკური თანამშრომლობის სომხურ-ქართული მთავრობათშორისი კომისიის სხდომაზე გასული წელი შევაჯამეთ. მანამდე, რამდენიმე შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩემს მეგობარ ირაკლი ღარიბაშვილთან. ცოტა ხნის წინ სომხეთის პოლიციის უფროსი იმყოფებოდა საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა მჭიდროდ ითანამშრომლონ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და კანონის უზენაესობის დასაცავად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. „სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "კოვიდ-19"-ით ინფიცირებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობა უსურვა. ვახტანგ გომელაური ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს ვაჰე ღაზარიანს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე ეწვევა სომხეთის სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)