09:03 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 09:07:44, 743 ნახვა

მსოფლიო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის საკითხს „გარდაუვალს“ აღარ უწოდებენ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით სიტყვა „გარდაუვალს“ აღარ გამოიყენებენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული სიტყვა როგორც მან, ასევე თეთრი სახლის სხვა მაღალჩინოსნებმაც გამოიყენეს, რამაც არასწორი შთაბეჭდილება დატოვა.

„ვფიქრობ, ამან გაგზავნა შეტყობინება, რომლის გაგზავნის განზრახვაც არ გვქონია, თითქოს ჩვენ ვიცოდით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა ფსაკიმ.

ამასთანავე, თეთრი სახლის პრესმდივანმა განმარტა, რომ ყოველთვის, როდესაც ის აღნიშნულ სიტყვას იყენებდა, გულისხმობდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ნებისმიერ მომენტში შეეძლო შეჭრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics