|
2022-01-31 12:25:03, 567 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება. აღნიშნულის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზანი ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რაზეც პარტია საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას და კოლეგებთან ერთად მუშაობას აპირებს. მანვე დასძინა, რომ პარტია იბრძოლებს ყველა ეტაპსა და ფრონტზე, მათ შორის, ქუჩაში და საგაზაფხულო პროტესტო დააანონსა. „შაბათს შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს, მაგრამ აქვე მინდა ავხსნა, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენი ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა, საქმე ეხება იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის საპყრობილეში და მიგვაჩნია, რომ ეს არის რა თქმა უნდა, რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება, ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ მოექცა რეჟიმი და სახელმწიფო ინსტიტუტები არა ერთხელ და სწორედ ამისთვის, ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას, დღესვე დარეგისტრირდება ეს. ჩვენ ვიმუშავებთ კოლეგებთან, ოპოზიციასთან, რომ ეს კომისია, რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს, რომ ფარდა ავხადოთ იმას, თუ რა მოხდა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, თუ როგორ მოექცა მას რეპრესიული ინსტიტუტი, სისტემა. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბრუნდება საკუთარი დღის წესრიგით. იმისთვის, რომ ყველა ეტაპზე, ფრონტზე, ქუჩაშიც, მათ შორის მწვავე საგაზაფხულო პროტესტით ვიბრძოლოთ მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოებისთვის, სოციალური ღირსებისთვის და არა მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ადამიანებს ყოველდღიურად ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)