|
2022-01-24 11:08:38, 869 ნახვა
პოლიტიკა
ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი უწყების უფროსების თანამდებობებზე საკონკურსო კომისიები მუშაობას იწყებს
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიების პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც კანონმდებლობის შესაბამისად მეც მივიღებ მონაწილეობას-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტს ორ კანდიდატს წარუდგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე, ორ კანდიდატს წარადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად. "როგორც იცით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, 1 მარტიდან იქმნება ორი ახალი უწყება- პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურთა ხელმძღვანელების შესარჩევად, გამოცხადდება კონკურსები, უკვე შექმნილია კანდიდატების შესარჩევი ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას კანონმდებლობის შესაბამისად. იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რაც შეეხება ეტაპებს, კონკურსის შედეგად, თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან, საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ ორ კანდიდატურას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე, ორ კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)