17:56 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-22 10:41:19, 1263 ნახვა

პოლიტიკა
დეოკუპაცია და თავისუფლება ჩვენი საერთო ბრძოლაა - „ნაცმოძრაობა“ უკრაინას თანადგომას უცხადებს

"ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს და უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში უპირობო თანადგომას უცხადებს.

როგორც "ნაცმოძრაობა" აღნიშნავს, დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა რუსეთის ფედერაციისთვის მკაფიო გზავნილია.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინელი ხალხის თავისუფალ არჩევანს, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსსა და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში. - ნათქვამია ნაცმოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადბაში.

რუსეთის მმართველი რეჟიმის გაცხადებული პოლიტიკაა,  სახეცვლილი ფორმით  საბჭოთა კავშირი და მისთვის დამახასიათებელი გავლენის სფეროებისა და ბუფერული ზონების პოლიტიკა აღადგინოს. 

რუსეთის ფედერაცია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციისა და ანექსიის მიზნით დაუფარავად მიმართავს კონვენციურ სამხედრო მოქმედებებსა და ჰიბრიდული ომის მეთოდებს. ამის მაგალითებია: 2008 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე 2014 წელს სამხედრო ინტერვენციის გზით უკრაინაში ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაცია.

რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები ძირს უთხრის ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დამკვიდრებული ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურას და ემუქრება არა მარტო ჩვენს რეგიონს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო პრეცედენტს ახალისებს. 

საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო პოზიცია, განხორციელებული და დაგეგმილი კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადამწყვეტია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად. დემოკრატიული სახელმწიფოების უპრეცედენტო ერთიანობა და ძალისხმევა არის მკაფიო გზავნილი რუსეთის ფედერაციისთვის, რომ ცივილიზებული სამყარო  რუსეთის იმპერიალისტურ მოქმედებებს წინ აღუდგება." - ნათქვამია "ნაცმოძრაობის" განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics