03:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-14 12:24:45, 1684 ნახვა

მსოფლიო
ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა, რის გამოც ჩოგბურთელს დეპორტაცია ემუქრება

ავსტრალიამ ჩოგბურთის ვარსკვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩს, აუცრელობის გამო, ვიზა ზედიზედ მეორედ გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იმიგრაციის მინისტრის ალექს ჰოუკის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ჯოკოვიჩს ახლა დეპორტაცია ემუქრება.

​”დღეს მე გამოვიყენე ჩემი უფლებამოსილება, გავაუქმო ვიზა, რომელსაც ფლობდა ბ-ნი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გამო, იმის საფუძველზე, რომ ამის გაკეთება საზოგადოების ინტერესებში იყო”, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

თუმცა, 34 წლის სერბს კვლავ შეუძლია ქვეყანაში დარჩეს, თუ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ სასამართლოში გაასაჩივრებს.  

ცნობისთის, ჯოკოვიჩს ვიზა პირველად გაუუქმდა მელბურნში ჩასვლისთანავე, 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც ავსტრალიის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მან "ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება" ვაქცინაზე გათავისუფლების მისაღებად.

რამდენიმე დღის შემდეგ მას ვიზა აღუდგინა მოსამართლემ, რომელმაც ბრძანა მისი გათავისუფლება და დაადგინა, რომ საზღვრის ჩინოვნიკებმა უგულებელყვეს სწორი პროცედურა, როდესაც ის ჩამოვიდა.

მაგრამ პარასკევს საღამოს მელბურნში, ბატონმა ჰოუკმა გააუქმა ჯოკოვიჩის ვიზა ავსტრალიის მიგრაციის აქტის ცალკეული უფლებამოსილებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics