|
2022-01-11 11:30:12, 819 ნახვა
პოლიტიკა
ნედ პრაისი - რუსეთი აღვივებდა კონფლიქტებს მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორისაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა
რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების და სხვების წინააღმდეგ, სია გრძელია – უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ სკეპტიკურად არის განწყობილი რუსეთის განცხადებების მიმართ, რომ უკრაინის საზღვრებთან ძალების მობილიზება წვრთნების მიზნით ხორციელდება. „უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე იმყოფებიან რუსული ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები. რუსეთს კონცენტრირებული ჰყავს ათასობით, თითქმის ასი ათასი სამხედრო უკრაინის საზღვარზე და მათ ეს შედარებით მოკლე დროში გააკეთეს. რა თქმა უნდა, სწორედ რუსეთი იყო, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, გააჩაღა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და აგრძელებს იქ კონფლიქტის გაღვივებას. სწორედ რუსეთი წლების განმავლობაში ახორციელებდა ინტერვენციას, ოკუპაციას, აჩაღებდა კონფლიქტებს თავისი მეზობლების და სხვების წინააღმდეგ. სია გრძელია, ალბათ, ყველას ჩამოთვლის დრო არ მექნება, თუმცა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ეს მხოლოდ რამდენიმეა მათ შორის. სწორედ რუსეთი ერეოდა წლების განმავლობაში დემოკრატიულ არჩევნებში, მათ შორის საკუთარში. მათ საკუთარ საზღვრებს გარეთ გამოიყენეს ქიმიური იარაღი, ხელმძღვანელობდნენ კიბერთავდასხმებს, იყენებდნენ ენერგორესურსებს როგორც იარაღს. ამიტომ, გვაპატიეთ და გაიგეთ ჩვენი სკეპტიციზმი, როდესაც ჩვენ გვესმის რუსეთისგან, რომ ეს მხოლოდ წვრთნებია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)