02:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 11:17:18, 678 ნახვა

მსოფლიო
ალმატის ადმინისტრაციულ შენობაზე შტურმის მცდელობისას ათობით მომიტინგე დაიღუპა

ათობით მომიტინგე დაიღუპა ალმატის ადმინისტრაციული შენობების შტურმის მცდელობისას. ამის შესახებ "ინტერფაქსს"  ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სალტანატ აზირბეკმა განუცხადა.
რია ნოვოსტი წერს, რომ ათობით თავდამსხმელი „ლიკვიდირებულია“ ალმატაში პოლიციის შენობის შტურმის მცდელობისას.

პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას ქალაქის ცენტრში ანტიტერორისტული ოპერაციაზე, ამის შესახებ SMS-ები ალმათის მოსახლეობას ეგზავნება. TASS-მა და Sputnik-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამხედროებმა ალმათის რესპუბლიკის მოედანს ალყა შემოარტყეს, სადაც დაახლოებით 200 „არეულობის შეიარაღებული წამქეზებელი“ იმყოფებოდა. დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. ვიდეოში, რომელიც TASS-მა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ სამხედროები ტყვიამფრქვევებიდან ისვრიან. ჯარები ალმა-ატაში მერიის წინ მოედანზე გამოვიდნენ დააქციის მონაწილეებისგან ტერიტორიის „გასუფთავების“ ოპერაცია დაიწყეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics