|
2022-01-05 23:05:48, 784 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო - ყაზახეთში საელჩში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საელჩო ყაზახეთში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, ხოლო მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი. "როგორც ცნობილია, მანგისტაუს ოლქში და ალმატიში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი. რაც შეეხება ფრენებს, საქართველო-ყაზახეთის რეისები ჩვეულებრივად დაფრინავს. ხოლო ყახაზეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამ ნომერზე +7 (717) 224-32-58", - ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაბლოს მიხედვით, ამ ეტაპზე დროებით გადადებულია თბილისი-აქთაუსა და თბილისი-ალმათის რეისები. ყაზახეთისკენ მიმავალი ავიარეისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და ბელარუსში მას შემდეგ გააუქმეს, რაც ცნობილი გახდა, რომ დემონსტრანტებმა ალმათის აეროპორტი დაიკავეს. თელი ქვეუნის მასშტაბით, საწვავისა და გაზის ფასების ზრდის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების საფუძველზე ყაზახეთის მთავრობა დღეს, დილით გადადგა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დემონსტრანტებმა ადმინისტრაციულ შენობებს შეუტიეს. მთავრობის გადადგომის მიუხედავად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ქვეყანაში სიტუაციაზე კონტროლის დამყარებას კვლავ ცდილობს. ამ დროისთვის, ქვეყანაში გათიშულია კომუნიკაციის საშუალებები, ინტენეტი, ქუჩებში კი, სამართალდამცავები პატრულირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)