|
2022-01-05 21:04:52, 781 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - გთავაზობთ, შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით
„არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც მთლიანად უკავშირდება ივანიშვილის ბიტკოინებს“, -ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკ“ გვერდზე მისსავე წერილშია აღნიშნული. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, იგი ნაციონალურ მოძრაობას ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას სთხოვს და მიმართავს გიორგი გახარიას ფრაქციას შეუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას. „მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები. მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)