|
2022-01-05 15:15:06, 891 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „გირჩთან“ მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იაგო ხვიჩიას და ლევან იოსელიანს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხთან დაკავშირებით შეხვდა. როგორც დეკანოიძე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის „გირჩთან“ მოლაპარაკებებით კმაყოფილია და ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდა. მისივე თქმით, კომისია მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებს გამოიძიებს და სხვა რაიმე ქვეტექსტი მის შექმნაში არ დევს. "გირჩი" წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს "ქართული ოცნების" პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან . "გირჩთან" მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც გამოიძიებს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობის და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებს სხვა რაიმე ქვეტექსტი ამ კომისიის შექმნაში არ დევს , - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)