|
2022-01-05 14:05:23, 762 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი – არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანურ მოპყრობას
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისმა უფლებადამცველმა, გიორგი მშვენიერაძემ მოინახულა. მშვენიერაძემ შეხვედრის შემდეგ კომენტარი პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ არ აქვთ ფუჭი მოლოდინი და საგამოძიებო კომისია კარგად აჩვენებს საზოგადოებას თუ რასთან იყო შეხება წინა თვეების განმავლობაში. "დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში შედის ჩვენს ინტერესებში, არ გვაქვს ფუჭი მოლოდინი, რომ პარლამენტი დაადასტურებს არაადამიანური და ღირსების შემლახველ მოპყრობას, მაგრამ თავად საგამოძიებო კომისიის მუშაობა და შესაბამისი ადამიანების დაკითხვა, მტკიცებულებათა გამოკვლევა საზოგადოებას კარგად აჩვენებს თუ რასთან გვქონდა შეხება წინა თვეებში, როდესაც სააკაშვილი დაექვემდებარა არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას", – განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)