|
2021-12-30 15:10:20, 829 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, რაზეც ოფიციალური დასკვნა არსებობს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მიხეილ სააკაქშვილის მკურნალობა 2 კვირის წინ დასრულდა. ამასთან, კობახიძეს ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიას მაგალითი მოჰყავს, რომელიც, მისი თქმით ნამდვილად შიმშილობდა ჰქონდა სააკაშვილზე რთული მდგომარეობა, თუმცა ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. "მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. მას აქვს მოკრძალებული საშჯელი მიუხედავად მისი დანაშაულის ხარისხებისა ეს არის 6 წელი. შურისძიება არ ნისნავს როდესაც ადამიანი კანონის წინაშე არის თანასწორი. მურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, რიფიდინგი დასრულდა, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა. ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავი დროზე, როცა დაასრულა შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის 1 თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა.", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტის შეკითხვაზე აქვს თუ არა ადგილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პირად შურისძიებას სააკაშვილის მიმართ. კობახიძე პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი "პოლიტიკიდან არის დისტანცირებული" და სპეკულაციაა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გვიან ღამით გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)