|
2021-12-29 11:39:54, 440 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – ე.წ შეზღუდვები, რომელიც დაბოღმილმა იუსტიციის სამინისტრომ დაუწესა სააკაშვილს, უკანონოა
ე.წ შეზღუდვები, რომლებიც გუშინ დაბოღმილმა პენიტენციურმა და იუსტიციის სამინისტრომ დაუწესა მიხეილ სააკაშვილს, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნული შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება არა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, არამედ იუსტიციის მინისტრის კაბინეტშია მიღებული. „ე.წ. შეზღუდვები, რომელიც გუშინ გადაწყვიტა გაბრაზებულმა და დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ, რომ დაეწესებინა მიხეილ სააკაშვილისთვის, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, იმიტომ რომ ადვოკატის ვიზიტის უფლება, თავისუფლებააღკვეთილ პირთან, არის ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვაც ამგვარი მოტივებით დაუშვებელია. არ ვიცი, ამ შეზღუდვების სამართლებრივი საფუძველი რა გახდა, როდესაც თითქოს და გვეუბნებიან, რომ მხოლოდ 2 საათი აქვს გამოყოფილი ვიზიტებისთვის, ამგვარ შეზღუდვებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. თუ ეს არის გორის ჰოსპიტლის გადაწყვეტილება, ცხადია, რომ ეს არის იუსტიციის მინისტრის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სამარცხვინოდ დგას ხოლმე ყოველი ამგვარი მარცხის შემდეგ და ცდილობს, სასაცილო გამართლება მოუძებნოს იმას, თუ რატომ ჩაფალვდა მისი უწყება ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულების დროს“, – განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)