|
2021-12-29 10:34:42, 583 ნახვა
პოლიტიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის 2019 და 2020 წლების ანგარიშები მოისმინა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 და 2020 წლების საქმიანობის ანგარიში მოისმინა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, „პანდემიით გამოწვეულმა რეალობამ მთელი მსოფლიო დისტანციური ცხოვრების რეჟიმზე გადაიყვანა, რა დროსაც სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და საჭიროება კიდევ უფრო ნათელი გახდა. შესაბამისად, გაჩნდა ახალი გამოწვევები და ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება. უნდა ითქვას, რომ კრიზისულ სიტუაციას ქართულმა სატელეკომუნიკაციო სექტორმა წარმატებით უპასუხა", -განაცხადა კახა ბექაურმა. მან ანგარიშების წარდგენისას ყურადღება გაამახვილა კომისიის სტრუქტურასა და ბიუჯეტზე, ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე და ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს გაუჩნდა ქმედითი ინსტრუმენტი და დამატებითი უფლებამოსილება, რომ დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის ინტერესები. სატარიფო პოლიტიკაზე საუბრისას მომხსენებელმა განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება უზრუნველყოფს, რომ კომპანიებმა მომხმარებლებს არაგონივრულად მაღალი ფასები ვერ დაუწესონ, ასევე შეინარჩუნონ უკვე არსებული, ხელმისაწვდომი პირობები. სხდომას ესწრებოდნენ საკომუნიკაციო კომპანიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების და დამსწრე პირთა შეკითხვებს, საკითხის ამოწურვის შემდეგ კომიტეტმა კენჭი უყარა, რომ ანგარიში წარედგინოს პარლამენტს პლენარულ სხდომას. კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაეგზავნება მარეგულირებელ კომისიას.
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ
ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ტრამპთან ჰამასის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს
ამოღებულია "მეთადონი" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების, რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირების წინააღმდეგ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)