11:13 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 16:09:54, 645 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის ხაზგასმით არის პუტინის პატიმარი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხელ სააკაშვილთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. სააკაშვილთან სამ საათიანი შეხვედრის შემდეგ მარგველაშვილი აცხადებს,  რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია.

ამასთან მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა განიხილეს.

"ჩვენ ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოზე რის წინაშეც არის საქართველო ამ დღეებში. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორი არის რუსეთი.

რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ახლობელ უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ამ ნაწილთან დაკავშირებით ვსაუბრობდით იმის თაობაზე რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების, გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად, ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას რაც ჩვენს შორის არსებობს მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს საფუძველი გაერთიანებისა. 

ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ , საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება. - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics