07:54 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 15:25:06, 789 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოთხ რეგიონში ინტეგრირებული განვითარების პროგრამა განხორცილდება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ განხორცილდება. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროგრამის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის  მიზნით, ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება. პროგრამა გულისხმობს როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას.

"მიზნობრივი რეგიონებიდან პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება (გასაცემი სესხის თანხა) უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს და არაუმეტეს 1 მლნ ლარს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება წარდგენილი პროექტის (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) ჯამური ღირებულების არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 600 000 ლარით, ამასთან პროექტის ჯამური ღირებულების (კომერციული ბანკის მიერ გასაცემი სესხის თანხის) არაუმეტეს 30% უნდა მოხმარდეს სესხის 24 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულ დაფინანსებას, ხოლო არაუმეტეს 30 % სესხის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურების შემდგომ გაიცემა საგრანტო დაფინანსების სახით.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ვერ ისარგებლებენ  პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და  სააგენტოს „აწარმო საქართველოში“ პროგრამებით." - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics