11:13 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 00:20:32, 963 ნახვა

პოლიტიკა
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი ფიქრობდა, რომ წასულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა

ჯანმრთელობის გაუმჯობესების დინამიკა არ არის, მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი, აღინიშნება ნეიროდეფიციტი, ისევე როგორც წინა დღეებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ფიქრობდა, რომ წასულიყო სასამართლოზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ პროცესზე ხვალ ვერ წავა. ამ დღეებში ველოდებით უცხოელ ექიმებს. ამ კოვიდის ახალი მუტაციის, „ომიკრონის“ აშშ-სა და ევროპაში გავრცელების გამო, აეროპორტები დაკეტილია და ფრენები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ შემდეგ კვირაში ჩამოვა რამდენიმე ადამიანი. გვინდა, რომ ახალ წლამდე ჩამოვიდეს.

მარგველაშვილის საკითხზე არ გვისაუბრია. ვიცი, რომ ელოდება და ძალიან უნდა, შეხვდეს. წარმოიშვა კიდევ დისკომფორტი ექიმებს შორის მკურნალობის სქემაზე, რადგან მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვინდა, აღვუდგინოთ ის წამლები, რომელსაც უკვე აღარ იღებს, მაგრამ, საუბედუროდ, გორის მკურნალის ექიმი უარზეა. ასე რომ, ვთხოვ ჯანმრთელობის სამინისტროს, გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს.

ველოდებით უცხოელ ექიმს და ვფიქრობ, რომ რაც მალე ჩამოვლენ. უკეთესია, რადგან მე არ მაქვს კარგი პროგნოზი. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა რეაბილიტაცია, დიაგნოსტიკა. თავიდანვე ვიძახდი, რომ კარგი ჰოსპიტალია და კარგი ხალხი მუშაობს, მაგრამ აპარატურა, რომელიც საჭიროა ასეთი ავადმყოფისთვის, აქ არ არსებობს“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე – როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული
Tegeta Motors Baku-მ ბაქოში Bridgestone-ის კონცეპტმაღაზია გახსნა
კობახიძე – აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად
კობახიძე – საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ ახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics