14:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-26 17:17:36, 696 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - კლუბების გახსნა არის დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს

კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს,- ასეთია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას პოზიცია საკლუბო სივრცეების გახსნასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან მაღალია პანდემიური რისკები და საჭიროა, რომ ის სასიცოცხლო რისკები, რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ.

"ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით "ომიკრონთან" მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ვერ დაუჭერს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობისაგან, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ," - განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics