23:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 12:43:45, 1034 ნახვა

მსოფლიო
მედიის ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურამ პეტრო პოროშენკოს დაპატიმრების ნებართვა გასცა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმის ხელშეწყობაშია დადანაშაულებული, შესაძლოა დააკავონ, – აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „უკრაინსკაია პრავდა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკვე მოაწერა ხელი შუამდგომლობას ქვეყნის ექს–პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით.

მათივე ცნობით, პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის ქვეყანაში არ იმყოფება, მაგრამ მზადყოფნას გამოთავმს, იანვრის პირველ რიცხვებში მივიდეს გამოკითხვაზე.

უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერ აქციებზე ხალხი ფულის გამო დადის. პოროშენკოს პარტია „ევროპულმა სოლიდარობამ“ კი, ზელენსკი პარანოიაში დაანადაშაულა.

ცნობისთვის, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან ქვანახშირის უკანონოდ გატანის გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics