15:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 18:12:31, 864 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის II მ.რ. II კორპუსის მიმდებარედ 55 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ დასასვენებელი და სპორტული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. სკვერის, სპორტული მოედნისა და პარკინგის ზონის საერთო ფართობი 4 800 კვ.მ-ია.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ფეხბურთის მოედნის მოწყობა, სადაც კალათბურთის ფარებიც დამონტაჟდება. ასევე, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები, დასასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა და ავტოსადგომი. უკვე დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.

„მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და პროექტის დეტალების შესახებ ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. სამუშაოების დასრულების შემდეგ უსახური ავტოფარეხების ნაცვლად სრულიად ახალი დასასვენებელი და სპორტული სივრცე გვექნება, რომლითაც ამ კორპუსში მცხოვრები 230 ოჯახი და ასევე, მიმდებარედ არსებული კერძო დასახლების მცხოვრებლები ისარგებლებენ“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

პროექტის ღირებულება 591 176 ლარია. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics