15:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-24 15:18:42, 554 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ მედალოსანი ოლიმპიელებისა და პარალიმპიელი სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ქართველი  ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი მედალოსან ოლიმპიურ და პარალიმპიურ სპორტსმენებს ერთი წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

გადაწყვეტილება სპორტული შედეგებით საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ გააჟღერა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა და იმ ქართველი ოლიმპიური სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის და წელს საქართველოს სახელით ღირსეულად წარსდგნენ კიდეც ოლიმპიადაზე.  მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის. იმისთვის რომ მათდამი ჩვენი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოგვეხატა, გადავწყვიტეთ მათ გავუწიოთ ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში. აქვე, მინდა მივულოცო ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს, რომლებიც  2021 წლის სპორტული შედეგების მიხედვით საუკეთესოდ დასახელდნენ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ: ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე; წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი გახდა ეთერ ლიპარტელიანი. წლის აღმოჩენა - ,,ოლიმპიური იმედი“ კი ლერი აბულაძე და მარიამ ქედიკაშვილი გახდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად სპორტის ზამთრის სახეობებში -  მორის ყვითელაშვილი; წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად კი გიორგი მაგრაქველიძე დასახელდა. ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის ჯილდო გადაეცა  ნინო სალუქვაძეს.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტებს გენერალურ პარტნიორობას უკვე რამდენიმე წელია უწევს და კვლავაც განაგრძობს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics