21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-19 14:11:03, 1581 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - თუ აიცერით და თან მიღებული გაქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაცული იქნებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თეთრ სახლში ჯანდაცვის სფეროს მაღალჩინოსნებს შეხვდა. CNN News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი საკითხი კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებით, საავადმყოფოებში არსებულ სიტუაციას უკავშირდებოდა.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მიმდინარე წლის ზამთარში, ამერიკა არავაქცინირებულთა სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს ელოდება, რის გამოც ქვეყანაში საავადმყოფოების გადატვირთვაა მოსალოდნელი.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის თქმით, ადამიანები, რომლებსაც ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და მიღებული აქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისგან და სიკვდილისგან დაცულები, მაინც იქნებიან.

„არავაქცინირებული ადამიანებისთვის, ჩვენ ველოდებით ზამთარს მძიმე ავადმყოფობითა და სიკვდილიანობით - ეს შეეხება მათ, მათ ოჯახებსა და იმ საავადმყოფოებს, რომლებიც მალე გადაიტვირთებიან. მაგრამ, არის კარგი ამბავიც: თუ აიცერით და თან მიღებული გაქვთ „ბუსტერ“ დოზაც, მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილისგან დაცული იქნებით“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics