05:10 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-14 13:31:02, 503 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე – თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით, დამნაშავე იჯდება ციხეში

თან საუბრობს შერიგებაზე და თან იმუქრება რევოლუციით, დამნაშავე იჯდება ციხეში, მოუწევს თავისი სასჯელის მოხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძმ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი რევოლუციისა და არჩევნების მოგების არ აქვს, რადგან მათ უკან არ დგას ხალხი.

მანვე დასძინა, რომ პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაშია.

„ნაცმოძრაობას“ არავითარი შანსი რევოლუციის, არჩევნების მოგების არ აქვს ამ ქვეყანაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმის უკან არ დგას ხალხი. უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რომელიც აქვთ ჩადენილი და ღირსება რომ არ აქვთ, ზუსტად ამიტომ ჩაიდინეს ის დანააულები, ღირსება რომ ჰქონდეთ, გავიდოდნენ პოლიტიკიდან და ზუსტად ამიტომ, აწამებდნენ, იტაცებდნენ ტელევიზიებს, აყაჩარებდნენ და ამიტომ ჩააბარეს 20% რუსეთს. ნაცმოძრაობა სუსტდება მუდმივად, მათ შორის, იმის გამო, წააგეს არჩევნები, იციან, რომ 3 წელი იციან აღარავითარი არჩევნები აღარ იქნება, იმის გამო, რომ მათი ბელადია ციხეში, ნაცმოძრაობა უნდა დასუსტდეს და მათ დასუსტებაში არის პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების გასაღები“, – განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ტაილანდის საელჩომ განაცხადა, რომ პოპულარული თრეველ-ბლოგერის, გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება მხოლოდ 29 ივლისს მიიღო
უკრაინის დრონების თავდასხმებმა შავი ზღვის პორტების გავლით რუსეთში საქონლის ნაკადი შეაფერხა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics