12:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 13:21:14, 715 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

13-14 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვევა, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან და თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშთან. - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა, აზერბაინელ და თურქ კოლეგებთან ერთად, სამმხრივ ბიზნესფორუმს გახსნის. აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ ბრიფინგში.

ფორუმზე ასევე დაგეგმილია საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სავაჭრო - სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა აგრეთვე შეხვდება აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს, რაშად ნავიევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics